უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ქცევის მოდელი ძალიან პროგნოზირებადია. მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთის ასეთმა საქციელმა არავინ უნდა მოატყუოს.
„რუსების ქცევა ასე პროგნოზირებადია: თუ ისინი საღამოს დანაშაულს ჩაიდენენ, ელოდეთ, რომ დილით შემოგთავაზებენ „მოლაპარაკებებს”. გუშინ მათ მილიონობით ადამიანი დააყენეს შიმშილის საფრთხის წინაშე, დღეს ისინი „მოლაპარაკებებისთვის“ მზადყოფნის იმიტაციას აკეთებენ“, - ანიშნავს კულება.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვან რუსეთს ცრუ საბაბით გადაკეტოს მარცვლეულის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოითხოვა ინიციატივის გახანგრძლივება და მისი ვადა 22 ნოემბერს იწურებოდა.